თეგი: საგარეო მინისტერიალი

14-15 მაისს, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას ბერლინი უმასპინძლებს. ალიანსის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს არაფორმალურ სამუშაო შეხვედრას ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც დაესწრებიან. როგორც ცნობილია, უნდა მიმართოს თუ არა შვედეთმა გაწევრიანების განაცხადით NATO-ს, ამასთან დაკავშირებით, შვედეთის მმართველი სოციალ-დემოკრატების პოზიცია 15 მაისს გახდება ცნობილი. ფინეთის სოციალ-დემოკრატები, რომლებიც ასევე მმართველი პარტიას წარმოადგენენ, სავარაუდოდ, 14 მაისს გამოაცხადებენ თავიანთ პოზიციას. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა გადახედეს დიდი ხნის განმავლობაში გავრცელებულ შეხედულებებს, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტი საუკეთესო საშუალებაა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 20 აპრილს გაზეთ Aftonbladet-ში Demoskop-ის მიერ გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ შვედების 57% მხარს უჭერს NATO-ში  გაწევრიანებას, მარტში ეს მაჩვენებელი 51% იყო.  

მედიის ცნობით, ბუქარესტში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მიიწვიეს

უკრაინა მიწვეულია NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ნოემბრის ბოლოს რუმინეთში გაიმართება. ამის შესახებ RBC-Ukraine რუმინულ გამოცემა Аgerpres-ზე დაყრდნობით იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის გარდა, მოწვეული არიან მოლდოვა, საქართველო, ფინეთი, შვედეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა. სამიტი 29 და 30 ნოემბერს ბუქარესტში გაიმართება. შეხვედრა მოიცავს ოთხ სესიას, NATO-სამიტზე, მადრიდში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებასთან დაკავშირებით. სამიტის მონაწილეები ყურადღებას გაამახვილებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა უკრაინის ომი და ენერგეტიკული უსაფრთხოება.